მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს გავწერეთ აქტივობები ჯგუფეფბის მიხედვით. კლასი დავყავით 3 ჯგუფად და თითოეული კვირის გეგმა დავწერეთ. ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის ნიმუსიშის გეგმისშაბლონი. დავიავით ჯგუფებში და ერთმანეთს მივეცით რეკომენდაცია პროექტის შესახებ.
სოფო, გთხოვთ თქვენს მიერ დაწერილ პროცედურების მონახაზს კიდევ ერთხელ მიუბრუნდით და დაფიქრდით:
ОтветитьУдалить1. აზროვნების ზედა დონისა და 21-ე საუკუნის რომელ უნარ-ჩვევებზე აკეტებთ აქცენტს? ( გადაამოწმეთ გეგმის შაბლონში და თუ ცვლილება გაქვთ შესატანი ჩაასწორეთ).
2. რა სტანდანდარტის მიღწევა გინდათ? რა სასწავლო მიზნებს გინდათ, რომ მიაღწიონ თქვენმა მოსწავლეებმა? ( გადაამოწმეთ გეგმის შაბლონში და თუ ცვლილება გაქვთ შესატანი ჩაასწორეთ).
3. რა აქტივობებს შეიმუშავებთ თქვენი მოსწავლეებისთვის პროექტის სასწავლო მიზნის მისაღწევად? (გახსოვდეთ, რომ პროექტში მნიშვნელოვანია სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები.
4. გადახედეთ (საჭიროების შემთხვევაში ჩაასწორეთ) გეგმის შაბლონში შეტანილ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. რამდენად გაეცემა მათ პასუხი თქვენსმიერ დაგეგმილი აქტივობებით?
რამდენად აკავშირებს ეს შეკითხვები სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას სხვადასხვა თემის შეთავაზებით? და არის თუ არა თქვენი შეკითხვა კვლავ მართებული, ასახავს თუ არა ის პროექტის პრიორიტეტებს?
5. შექმენით ერთი კონკრეტული ჯგუფის სავარაუდო ნამუშევარი (ნიმუშისთვის გადახედეთ tpdc.ge/essentials-ის რესურსების ჩანართში არსებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს). მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლის საჭიროებებს და ინტერესებს. ასევე, დაგეხმარებათ, გაარკვიოთ სწავლებისთვის საჭირო რესურსების სირთულე და ხელმისაწვდომობა. კიდევ ერთხელ განსაზღვროთ რამდენად სწორად გაქვთ გაწერილი პროექტის შინაარსი და აქტივობები.
6. მოსწავლის როლის მორგებისას და სავარაუდო ნამუშევრის შექმნის დროს არ დაგავიწყდეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტში მიიუთითოთ გამოყენებული ლინკები და ლიტერატურა.
7. მოსწავლის ნამუშევრის შექმნის შემდეგ კვლავ გადახედეთ, გეგმის შაბლონში შეტანილ 21-ე საუკუნისის უნარებს, მიზნებს, სტანდარტებს (საჭიროების შემთხვევაში ჩაასწორეთ)
გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მუშაობას .